2025-05-01 21:13:46, 216 ნახვა
პოლიტიკა მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებული ამერიკული ინვესტიციებით დასრულება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
აშშ-სა და უკრაინას შორის ხელი მოეწერა იშვიათი მინერალების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას, რაც მნიშვნელოვანი, ორმხრივად მომგებიანი ნაბიჯია, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის, - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე განცხადებით, ცენტრალურ აზიასაც აქვს იშვიათი მინერალების მნიშვნელოვანი მარაგი, ხოლო საქართველო ცალსახად არის ამ რესურსების კრიტიკული სატრანზიტო კვანძი და სწორედ ამიტომ არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებული ამერიკული ინვესტიციებით დასრულება სტრატეგიული მნიშვნელობის. „ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ, რუსეთის მიერ წამოწყებული სასტიკი ომის ფონზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცენტრალურ აზიას აქვს იშვიათი მინერალების მნიშვნელოვანი მარაგი. საქართველო ცალსახად არის ამ რესურსების კრიტიკული სატრანზიტო კვანძი, რომელიც აკავშირებს მათ ევროპულ და ამერიკულ ბაზრებთან შავი ზღვის გავლით. სწორედ ამიტომ არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებული ამერიკული ინვესტიციებით დასრულება სტრატეგიული მნიშვნელობის. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის პრორუსულმა, პროჩინურმა რეჟიმმა პროექტი შეაჩერა და უკანონოდ ჩამოართვა ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებს. აუცილებელია, ეს უსამართლობა გამოვასწოროთ, განვაახლოთ პორტის მშენებლობა და კიდევ ერთხელ გამოვკვეთოთ საქართველოს, როგორც დასავლეთის საიმედო პარტნიორისა და გეოსტრატეგიული მოკავშირის როლი", - წერს მამუკა ხაზარაძე.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |