2025-05-02 11:18:08, 65 ნახვა
კორონავირუსი/ რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი
რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია, აქედან 126-მა, საჰაერო თავდაცვის ეფექტური მოქმედების გამო, სამიზნეს ვერ მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 64 „შაჰედისა“ და სხვა ტიპის დრონი ჩამოაგდეს, 62 დრონი კი, უარყოფითი შედეგების გარეშე, ლოკალურად დაიკარგა. დრონებით შეტევა განახორციელა რუსეთის ფედერაციის ბრიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან. თავდასხმის შედეგად დაზარალდა დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქები. ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქზე რუსული დრონებით მასიური შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. უკრაინის რკინიგზაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში მდებარე ლოკომოტივების სარემონტო ქარხანაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 18:34:06 უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად 2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |