17:26 - 02 May, 2025
2025-05-01 16:40:11, 228 ნახვა

კორონავირუსი/
სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის ინფორმაციით, გასულ თვეში უკრაინულმა დრონებმა 83,000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს, რაც მარტის თვის მონაცემებთან შედარებით 8%-იანი ზრდის მაჩვენებელია.

"აპრილში თავდაცვის ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებმა ღირსეული შედეგები აჩვენეს მტრის განადგურებაში," - წერს სირსკი. მისი თქმით, მტრის დაზიანების ეფექტიანობამ 5%-ით მოიმატა.

სირსკიმ ასევე ხაზი გაუსვა უპილოტო ტექნოლოგიების როლის ზრდას თანამედროვე ომში და აღნიშნა, რომ დრონების ოპერაციების გაფართოება სტრატეგიულად გადამწყვეტია.

"დღევანდელი მაღალტექნოლოგიური ომი მუდმივ წინსვლას, კიდევ უფრო დიდ ეფექტიანობასა და უპილოტო მიმართულებით ძალისხმევის მასშტაბურ ზრდას მოითხოვს," - თქვა უკრაინის ჯარის მთავარსარდალმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics