2025-05-01 14:21:42, 259 ნახვა
კორონავირუსი/ ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს
უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ასევე, ჩვენი წინადადებებიც იყო, სულ მცირე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავის შეკავებისა და ცაში, ზღვასა და ხმელეთზე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესახებ. რუსეთმა ამ ყველაფერს დაბომბვებისა და თავდასხმების ახალი ტალღებით უპასუხა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, რუსეთზე ძლიერი დიპლომატიური ზეწოლაა საჭირო. „იმისთვის, რომ რუსეთი იძულებული გახდეს მოლაპარაკებებს დათანხმდეს, ზეწოლის გაგრძელებაა აუცილებელი. რაც უფრო ეფექტური იქნება სანქციები, მით უფრო დიდი იქნება რუსეთზე ზეწოლა ომის დასასრულებლად. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის თავდაცვა და ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები, მით უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |