17:47 - 02 May, 2025
2025-05-01 21:02:53, 206 ნახვა

მსოფლიო/
მედია - სტამბოლში მარშის გამართვის მცდელობის გამო 400-მდე ადამიანი დააკავეს

სტამბოლში მარშის გამართვის მცდელობის გამო თითქმის 400 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle-ის თურქული სამსახური ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 1-ელ მაისს პროფკავშირებს, პროფესიულ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს სტამბოლში ტაქსიმის მოედნისკენ მარშის გამართვა სურდათ, რაც, როგორც წინა წლებში, არ იქნა დაშვებული და 384 ადამიანი იქნა დაკავებული.

არსებული ცნობებით, პოლიციამ ტაქსიმის მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიებზე ბარიერები აღმართა და გეზის პარკში შესასვლელები დაბლოკა. ადგილზე ასევე განლაგებული იყო წყლის ჭავლის მანქანები, სპეცრაზმის მანქანები და თავად პოლიცია.

არსებული ცნობებით, პოლიცია ასევე ხელს უშლიდა ჟურნალისტებს დაკავებების დაფიქსირებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics