17:45 - 02 May, 2025
2025-05-01 20:27:33, 163 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება - ევროპის საბჭო ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

2025 წლის 30 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მეთორმეტე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

საგარეო უწყების თანახმად, ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

“გადაწყვეტილება აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და აგრძელებს უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში, წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ მიესალმებიან ევროპის საბჭოს 2023 წლის რეიკიავიკის ისტორიული სამიტის დეკლარაციას, რომლითაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და საქართველოს ტერიტორიიდან ძალების დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაყვანისკენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics