17:30 - 02 May, 2025
2025-05-01 19:18:23, 188 ნახვა

მსოფლიო/
CBS - მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი, მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS-ი რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და მისი მოადგილე, ალექს ვონგი თანამდებობებს 1 მაისს დატოვებენ.

ცნობისთვის, მარტში მაიკ უოლცი სკანდალში გაეხვა, როდესაც Signal-ის ჩატში, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები “ჰუსიტების” წინააღმდეგ დარტყმებს განიხილავდნენ, მაიკ უოლცმა შეცდომით გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი დაამატა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics