2025-05-01 16:25:33, 110 ნახვა
პოლიტიკა ზურაბ ჯაფარიძე - მოიყვანეს პოლიციელები, რომლებმაც ზღაპრები ილაპარაკეს
მოიყვანეს ვიღაც პოლიციელები, რომლებმაც რაღაც ზღაპრები ილაპარაკეს. ჩვენ გვქონდა იმ დღის კადრები მოტანილი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ როდესაც მირიან ქავთარაძე გადიოდა არც ანა და არც მირანდა არ ჩანდა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლების, ანა ყურაშვილისა და მირანდა ბაღათურიასთვის 4000-4000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას გამოეხმაურა. მისი თქმით, შსს-ს წარმომადგენლები პატიმრობას ითხოვდნენ იმისათვის, რაც საერთოდ არ მომხდარა. „პატიმრობას ითხოვდნენ ანასა და მირანდასთან დაკავშირებით, მოიტანეს ვიდეო მტკიცებულება, რომელიც სხვა დღის ჩანაწერი იყო, სადაც არაფერი არ ხდებოდა და არაფერი არ ჩანდა. მოიყვანეს ვიღაც პოლიციელები, რომლებმაც რაღაც ზღაპრები ილაპარაკეს. ჩვენ გვქონდა იმ დღის კადრები მოტანილი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ როდესაც მირიან ქავთარაძე გადიოდა, არც ანა და არც მირანდა არ ჩანდა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს კი ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |