2025-05-01 15:26:55, 197 ნახვა
პოლიტიკა გიორგი ვაშაძე - მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: რა დაგიშავა ჭიათურამ და ჭიათურელებმა?
ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი. რა დაგიშავა ჭიათურამ და ჭიათურელებმა? - ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მთელი საქართველო უყურებს, როგორ ითხოვენ ჭიათურაში მაღაროელები ადამიანურ პირობებს, სამართლიან ხელფასს, უსაფრთხოებას და შრომის უფლებების დაცვას. "მაღაროში დასაქმებული ადამიანების ნაცვლად 286 მილიონი ივანიშვილის “ქართუში” გადაირიცხა, რაც არის ხალხის პირდაპირი ძარცვა უღმერთოდ, ღიად და დაუფარავად. მთელი საქართველო უყურებს, როგორ ითხოვენ ჭიათურაში მაღაროელები ადამიანურ პირობებს, სამართლიან ხელფასს, უსაფრთხოებას და შრომის უფლებების დაცვას. ეს არ არის პროტესტის პირველი დღე, ეს წლებია გრძელდება მაგრამ რეჟიმს არც ესმის და არც აღელვებს ჭიათურელი ხალხის ბედი. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი. რა დაგიშავა ჭიათურამ და ჭიათურელებმა? ამ სიღარიბის და მძიმე სოციალური პირობების ფონზე რა ნამუსით მიგაქვს ხალხის და მაღაროელების კუთვნილი 286 მილიონი? წლებია ვიცნობ ამ პრობლემას, არაერთხელ ადგილზეც ჩავედი, პარლამენტშიც არაერთხელ დამიყენებია ეს საკითხი ე.წ. მთავრობის წინაშე, მაგრამ ფაქტი ერთია, სანამ ივანიშვილი და მისი რეჟიმია, ეს პრობლემა არ მოგვარდება და სამწუხაროდ ხალხის ძარცვა არ დასრულდება“, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |