17:40 - 02 May, 2025
2025-05-01 15:07:01, 157 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ის, რაც საგარეო უწყებაში იგეგმება, საბოლოო წმენდა დასავლური პოლიტიკის ერთგული კადრებისგან

ის, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში იგეგმება - საბოლოო წმენდა დასავლური პოლიტიკის ერთგული კადრებისგან - გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის. გაკვეთილი კი ისაა, რაც ჩერჩილმა დიდი ხნის წინ თქვა, „ნიანგთან ზავი მხოლოდ იმაზე გამოდის, ბოლოს შეგჭამს თუ არა“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმება და 250 პირის გათავისუფლება იგეგმება.

სამადაშვილის თქმით, აფასებს ყველას, ვინც გააპროტესტა „ევროპული მომავლის გაუქმება“.

„გასაოცარი იყო ჩემთვის დუმილი, რომლითაც დიპლომატიური სამსახური ხვდებოდა ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას, რომელიც აშკარად და დაუფარავად მიდის უკვე წლებია. განსაკუთრებით დამაყრუებელი იყო მათი სიჩუმე, როდესაც პირველ ჯერზე, აგენტების რუსული კანონის ინიცირება მოხდა. სიჩუმე, როდესაც კანონი მიიღეს.

ვაფასებ ყველას, ვინც 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის განაცხადზე საპასუხოდ სწორი ნაბიჯი გადადგა, ქვეყნის ერთგული დარჩა და გააპროტესტა ევროპული მომავლის გაუქმება.

მაგრამ დიდხანს თუ გაჩუმდები, ნიანგი უბრალოდ მოგვიანებით შეგჭამს. წესით გაკვეთილია ყველასთვის, ვინც ხედავს, რომ რუსეთის მსახურებას აიძულებენ და დღემდე ჩუმადაა“, -განაცხადა სამადაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics