2025-05-01 13:36:46, 240 ნახვა
კორონავირუსი/ კიტ კელოგი - უკრაინა მზად არის, ოკუპირებული ტერიტორიები დათმოს დე ფაქტოდ, თუმცა არა დე იურედ
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დე ფაქტო დათმოს, თუმცა არა დე იურე. ამის შესახებ კელოგმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუში კელოგმა ისაუბრა გასულ კვირას ლონდონში გამართული შეხვედრების შესახებ, რომელსაც ევროპელები და უკრაინელები ესწრებოდნენ. „ჩვენ გვქონდა 22 კონკრეტული პირობა, ისინი მათ დათანხმდნენ. ის რასაც ისინი ითხოვენ, ის რაც მათ აქვთ. პირველი, რაც მათ სურთ ესაა ყოვლისმომცველი და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებამდე მიდის. მხედველობაში მაქვს ყოვლისმომცველი საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო ინფრასტრუქტურა, მინიმუმ 30 დღით“, – განაცხადა კელოგმა. მისივე თქმით, 30 დღე-ღამე მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ხელს შეუწყობს მკვლელობების შეჩერებას, რისკენაც მიისწრაფვის დონალდ ტრამპი. კითხვაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთის სურვილს, მიიღოს უკრაინის დაკავებული ტერიტორიები, კელოგმა უპასუხა, რომ უკრაინა დათანხმდა ტერიტორიის დათმობას, მაგრამ არა დე იურე, მუდმივ საფუძველზე, არამედ დე-ფაქტო არსებული სიტუაციისა და საბრძოლო მოქმედებების ფაქტობრივი რუკის შესაბამისად. „უკრაინელები მზად არიან, უარი თქვან ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთს აქვს დაკავებული, არა დე იურე, სამუდამოდ, არამედ დე ფაქტო, რადგანაც რუსებმა ფაქტობრივად მოახდინეს ამ მიწის ოკუპაცია. ეს მათ გასულ კვირას მითხრეს. ისინი ხვდებიან, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარების შემთხვევაში, ყველა მხარე დაკავებულ პოზიციებზე დარჩება. სწორედ ამისთვის არიან მზად უკრაინელები,“ – განაცხადა კელოგმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |