2025-05-01 10:38:07, 142 ნახვა
პოლიტიკა შალვა პაპუაშვილი - რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს
ევროპარლამენტის ლიტველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დროა, ბრიუსელში გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ ტენდენციას შეაჩერებს. „ევროპარლამენტის ლიტველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს. „დამნაშავეა ხალხი…“, „ინფექცია უნდა შევაჩეროთ…“ თუ მისგან წახალისებული რადიკალების ზიზღის ენის განვითარების გზას შევხედავთ, შემდეგ ჯერზე, წესით, ქართველ ხალხს „მონა“ ან „ბიომასა“ უნდა გვიწოდოს… დროა, ბრიუსელში, გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ სამარცხვინო ტენდენციას შეაჩერებს. რასა იუკნევიჩიენეს კი ვეტყოდი – არ შეიძლება სტალინის ზიზღით, მთელი ერი შეიზიზღო“, – წერს პაპუაშვილი. ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „საქართველოში დღეს მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებით მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება, მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ჩვენ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ“.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |