17:34 - 02 May, 2025
2025-05-01 10:14:04, 191 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა გამართეს - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ვალენსიაში იმყოფება, სადაც ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი გაიმართა.

“კონგრესის ფარგლებში პარტიის თავმჯდომარემ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს თინა ბოკუჩავამ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს მომავალზე, უსაფრთხოებაზე და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე ისაუბრეს.

პარტიის თავმჯდომარემ ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და უპირობო გათავისუფლების აუცილებლობაზე, საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის თაობაზე, ისევე როგორც უახლოეს მომავალში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics