17:53 - 02 May, 2025
2025-04-30 20:11:25, 339 ნახვა

პოლიტიკა
წინააღმდეგობის პლატფორმა ევროკავშირის ელჩს და ევროპულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

დღეს, 30 აპრილს საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის "წინააღმდეგობის პლატფორმა" (პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით და სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი პლატფორმა) ევროკავშირის ელჩსა და ევროპული ქვეყნების დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო წარდგენითი შეხვედრა, სადაც სტუმრები პლატფორმის მუშაობის ფორმატს გაეცნენ, გაიმართა დისკუსია ევროკავშირის პოლიტიკაზე საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგთან მიმართებით და მხარეები შეთანხმდნენ, რომ პლატფორმის ერთ-ერთი ქვეჯგუფი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაზე მუშაობს, მუდმივ კავშირში იქნება დღევანდელ სტუმრებთან.

"ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ რეალურად მოვამზადოთ კოალიციური მთავრობა. ჩვენ სერიოზულად ვუდგებით საკითხს, რომ არჩევნები უთუოდ დაინიშნება, საპარლამენტო არჩევნები, ე.ი. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად არამხოლოდ არჩევნებისთვის, უნდა ვიყოთ მზად არჩევნების შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის. [...]

ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს ძალიან მწირე და ეს ყველამ იცის და ის ქვეყნები, რომლებიც ესწრებოდნენ დღეს ჩვენს შეხვედრას, მათი გამოცდილებაა, რომ რთულია კოალიციური მთავრობების ჩამოყალიბება და ჩვენ წინსწრებით რომ ამას ვამზადებთ, არის ნიშანი თუ რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ჩვენს მომავალს. [...]

ასევე იყო დისკუსია ევროკავშირის პოლიტიკასთან ჩვენს მიმართ: როგორი არის და როდის ჩამოყალიბდება ერთობლივი პოზიცია. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ის, რომ თვით ევროკავშირში არის განსხვავებული პოზიციები სხვადასხვა ქვეყნების, მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან დიდი ყურადღებით უყურებენ, რაც დღეს ხდება საქართველოში, რომელიც არის არამხოლოდ საარჩევნო კრიზისი, არამხოლოდ კრიზისი, რომელიც გამომდინარეობს პრემიერის გამოცხადებუული ახალი პოლიტიკით (28 ნოემბრის შედეგები), არამედ უკვე სისტემატური განადგურება დემოკრატიული ინსტიტუტების და თვით სახელმწიფოსი. ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად უკვე აღქმული ჩვენი ევროკავშირის პარტნიორებისგან. 

ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ჩვენ შევთანმხდით იმაზე, რომ ჩვენი ერთ-ერთი ქვეჯგუფი, რომელიც მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაზე, ის იქნება მათთან მუდმივ კავშირში ახალი ჩვენი პოზიციების გასაზიარებლად, მაგრამ ასევე, როცა საჭირო იქნება, ჩვენ ამ ფორმატშიც შევხვდებით მათ" - განაცხადა ზურაბიშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics