17:58 - 02 May, 2025
2025-04-30 17:01:16, 321 ნახვა

მსოფლიო/
ისრაელში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ისრაელში ტყის ხანძრებს ებრძვიან, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ძლიერი ხანძარი იერუსალიმთან ახლოს, ეშტაოლის ტყეში გაჩნდა, რის შედეგადაც რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ისრაელის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, იერუსალიმის მახლობლად მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ხანძრის, სულ მცირე, ხუთი კერა მძვინვარებს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 63 სახანძრო ჯგუფი და 11 თვითმფრინავია ჩართული.

ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა სამხედროებს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების მიზნით ჩართვა უბრძანა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა დახმარებისთვის კვიპროსს, ხორვატიას, იტალიასა და საბერძნეთს მიმართა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics