2025-04-30 15:59:12, 406 ნახვა
კორონავირუსი/ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა
![]() უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში მდებარე ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვლადიმირის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ავდეევმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად მურომში მდებარე საწარმოში ხანძარი გაჩნდა. „დაფიქსირებულია რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატის შემოფრენა. ისინი ჩამოაგდეს ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. დრონებმა დააზიანა ორი შენობა: ერთ-ერთში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ლოკალიზებულია. მეორე, უმნიშვნელოდ დაზიანდა“, – დაწერა გუბერნატორმა ტელეგრამში. „რბკ-უკრაინის“ წყარომ განაცხადა, რომ მურომის ქარხანაში „საბრძოლო მასალების აალების საშუალებები, ასევე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და სამხედრო ავიაციისთვის განკუთვნილი კომპონენტები მზადდება“. ევროკავშირს მურომის ქარხნისთვის სანქციები აქვს დაწესებული.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს 2025-05-01 13:36:46 კიტ კელოგი - უკრაინა მზად არის, ოკუპირებული ტერიტორიები დათმოს დე ფაქტოდ, თუმცა არა დე იურედ 2025-05-01 09:53:28 ანდრეი სიბიგა - უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მზადდება 2025-05-01 09:13:36 რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს - ოდესაში ორი ადამიანი დაიღუპა ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |