17:53 - 02 May, 2025
2025-04-30 13:59:51, 268 ნახვა

მსოფლიო/
დიმიტრი პესკოვი - კიევი საუბრობს წინაპირობებზე, რომლებიც ვლადიმერ პუტინის პოზიციას ეწინააღმდეგება

კიევი კონფლიქტის მოგვარების წინასწარ პირობებზე საუბრობს, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოზიციას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ისინი ცდილობენ ნებისმიერი პროცესისთვის წინაპირობების წამოყენებას, მაგალითად, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტა. ეს ეწინააღმდეგება პრეზიდენტ პუტინის პოზიციას“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივას, თუმცა გასათვალისწინებელია მთელი რიგი ნიუანსები.

„შეგახსენებთ, რომ კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამ ინიციატივას, მაგრამ ამის გაკეთებამდე აუცილებელია არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემა და მთელი რიგი ნიუანსების გადაწყვეტა, რომლებიც პრეზიდენტმა პუტინმაც ჩამოთვალა“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებისთვის ღია რჩება.

„პრეზიდენტი ღია რჩება ამ კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდების მიმართ. სიტუაცია ისეთია, როგორიც არის. კიევისგან არანაირი რეაქცია არ ისმის. პროცესი გრძელდება“, - აღნიშნა პესკოვმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics