17:30 - 02 May, 2025
2025-04-30 13:01:36, 244 ნახვა

მსოფლიო/
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებას ან გაწყვეტას არ აპირებს

“სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაფუძნებულია ურთიერთსარგებლიან ინტერესებზე და ერევანს არ აქვს განზრახვა, გაამწვავოს ან გაწყვიტოს ურთიერთობები მოსკოვთან” — ამის შესახებ ტალინში, ესტონელ კოლეგასთან კრისტენ მიხალთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. პრესკონფერენცია სომხურმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს. ინფორმაციას რუსული სააგენტო tass ავრცელებს.

“თუმცა მსურს ძალიან მკაფიოდ განვაცხადო — ხშირად სომხეთში ისმის გამონათქვამები, რომლებიც, ჩემი აზრით, არასწორად ასახავს რეალობას. ჩვენ არ გვაქვს არანაირი განზრახვა, გავამწვავოთ, გავწყვიტოთ ან დავაზიანოთ ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობები გვქონდეს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან,“ — განაცხადა ფაშინიანმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics