07:48 - 02 May, 2025
2025-04-30 11:07:06, 362 ნახვა

კორონავირუსი/
ხარკოვსა და დნიპროზე რუსულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 46

რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად უკრაინის ქალაქებში, ხარკოვსა და დნიპროში სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 46-მდე დაშავდა.

ხარკოვის გუბერნატორის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ქალაქზე განხორციელებულმა შეტევამ სულ მცირე 45 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი და ორსული ქალი დააზინა.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, ქალაქზე 16 დარტყმა განხორციელდა.

"დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, კერძო სახლები, სამედიცინო დაწესებულება და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა". - აღნიშნა ტერეხოვმა

უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთ დრონმა საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართული დააზიანა.

დნიპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი ლისაკის განცხადებით, დნიპროში 53 წლის კაცი დაიღუპა და დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. მისი თქმით, დნიპროში თავდასხმამ ხანძრები გამოიწვია.

 "დნიპროსთვის რთული ღამე იყო". - წერს ლისაკი ტელეგრამზე. მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ 9 დრონის ჩამოგდება მოახერხა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics