2025-04-30 10:08:32, 326 ნახვა
კორონავირუსი/ მარია ზახაროვა - კიევს მშვიდობა არ სურს, ზელენსკი ტერორისტულ თავდასხმებს პირდაპირ ეთერში გეგმავს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და „მისი ექსტრემისტული ბანდა“ სამშვიდობო ძალისხმევას ძირს უთხრიან. „რა „ზავზე“ შეიძლება ვისაუბროთ კიევის რეჟიმის მხრიდან, როცა ბანკოვა [ქუჩა კიევის ცენტრალურ ნაწილში] პირდაპირ ეთერში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავს! ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სამშვიდობო ძალისხმევას ძირს სწორედ ზელენსკი და მისი ექსტრემისტული ბანდა უთხრიან. ყოყოჩობენ კიდეც ამით. სწორედ ამას აკეთებენ კლასიკური ტერორისტები,“ - აღნიშნა ზახაროვამ. ამ კომენტარით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელ განცხადებას, რომლის თქმითაც, რუსები შეშფოთებულნი არიან იმით, თუ როგორ ჩაივლის გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი აღლუმი. „ახლა ისინი ღელავენ, რომ მათი აღლუმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სწორადაც ღელავენ. მაგრამ უნდა იდარდონ იმაზე, რომ ეს ომი კვლავ გრძელდება. მათ ომი უნდა დაასრულონ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |