2025-04-30 09:36:03, 319 ნახვა
მსოფლიო/ ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ არ ვიპყრობთ და არ ვსჯით ჩვენს მეზობლებს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის „არაპროგნოზირებადი სატარიფო პოლიტიკის“ შედეგად მთელი მსოფლიო დაზარალდება. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე განაცხადა. „მილიონობით მოქალაქეს მოუწევს, გაუმკლავდეს უფრო მაღალ ფასებს პროდუქტებზე, გაძვირდება მედიკამენტები, ტრანსპორტი უფრო მეტი ეღირება, ინფლაცია გაიზრდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა: „ჩვენ არ ვიპყრობთ ჩვენს მეზობლებს და არ ვსჯით მათ“, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |