17:47 - 02 May, 2025
2025-04-28 18:13:59, 284 ნახვა

სამართალი/
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 8 მაისს გაგრძელდება

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, რომელზეც ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე უნდა დაეკითხათ, გადაიდო.

დღევანდელ პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია უკვე დაიკითხა.

ბესელიაც და დგებუაძეც პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები არიან. ორივე მათგანის გამოკითხვა დღევანდელ პროცესზე უნდა მომხდარიყო, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბესელიას დაკითხვა დიდი ხნით გაგრძელდა, სამუშაო საათების ამოწურვისას დაცვის მხარემ პროცესის გადადება მოითხოვა.

მზია ამაღლობელის მომდევნო სასამართლო პროცესი 8 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics