2025-04-28 13:39:44, 286 ნახვა
სამართალი/ ადვოკატი მზია ამაღლობელის საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესს დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან. პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. ამ წუთებში ადვოკატები სასამართლოს შუამდგომლობებით მიმართავენ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოკითხვას ითხოვენ. საქმე ეხება ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმისას დავალებას ასრულებდა“. აღნიშნული გააპროტესტა პროკურორმა. “ეს საქმის პოლიტიზირება და სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლაა. შეუძლებელია დაიკითხოს პირი, რომელიც არ ყოფილა ადგილზე, მხოლოდ იმის გამო, რომ გარკვეული განცხადება გააკეთა საჯარო სივრცეში. ეს არის პოლიტიკური შეფასებები, სასამართლო კი მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ გარემოებას აფასებს. მიგვაჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს”, - მიმართა სასამართლოს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე და აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია გამოიკითხებიან. ისინი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმეები არიან.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |