2025-04-24 12:49:07, 687 ნახვა
კორონავირუსი/ 70 რაკეტა, 145 დრონი – რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა
24 აპრილს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე დრონებითა და რაკეტებით მასიური იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით მტერმა 70 რაკეტა და 145 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა. საჰაერო თავდაცვამ 215 საჰაერო სამიზნის განადგურება შეძლო:
გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაკარგულია 68 დრონი. იერიშის მოგერიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა უკრაინის ავიაცია, მათ შორის ავიაგამანადგურებლები Mirage და F-16. კომბინირებული თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის რეგიონები. დრონებითა და რაკეტებით დაიბომბა უკრაინის დედაქალაქი. შედეგად დაიღუპა მინიმუმ 8 (სხვადასხვა ინფორმაციით დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე აღწევს) ადამიანი. დაშავდა 70-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |