2025-04-12 12:23:43, 1049 ნახვა
სხვადასხვა/ ილია თოფურია - რუსები საშიში ხალხია და ვფიქრობ, რომ მათი ნდობა არ შეიძლება
შერეული ორთაბრძოლების ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ინტერვიუ მისცა პოპულარულ ამერიკელ მეწარმე პატრიკ ბეთ-დევიდს, რომელიც პოდკასტს უძღვება YouTube-ზე. ეპიზოდის ბოლოს პატრიკმა ჰკითხა თოფურიას, რას ფიქრობს უკრაინის ომზე, ვლადიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინზე. საპასუხოდ, სპორტსმენმა განაცხადა, რომ ის „ყოველთვის ხალხის მკვლელობის წინააღმდეგია და მშვიდობის მომხრეა“. სპორტსმენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მისი აზრით, პუტინს და რუს პოლიტიკოსებს ფახებზე ჰკიდათ ყველა „რაც მე ვიცი ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან და ჩემი ცხოვრებიდან არის ის, რომ რუსები, კერძოდ, პუტინი და რუსი პოლიტიკოსები, რომლებიც მართავენ რუსეთს (მე არ ვგულისხმობ უბრალო ხალხს), ისინი არავის სცემენ პატივს. ფეხებზე ჰკიდიათ ყველა“, - განაცხადა თოფურიამ. მან ასევე გაიხსენა 2008 წლის ომი საქართველოში და თქვა, რომ „რუსების ნდობა არ შეიძლება“, რადგან „დაინახა, რას აკეთებენ ისინი თავის ხალხს“. "2008 წელს ვცხოვრობდი საქართველოში და ვნახე, რა გაუკეთეს ჩემს ხალხს. ასე რომ, რუსები საშიში ხალხია და ვფიქრობ, რომ მათი ნდობა არ შეიძლება. გავიმეორო: მე არ ვსაუბრობ ჩვეულებრივ ადამიანებზე, არამედ პოლიტიკოსებზე. "სიგიჟეა", - თქვა თოფურიამ, რომელიც UFC-ის ჩემპიონი 2024 წლის თებერვალში გახდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |