2025-04-10 22:55:28, 852 ნახვა
სხვადასხვა/ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მოუწოდებს, საფრანგეთს და ევროკავშირს ჟურნალისტების არ შემოშვების გამო, ოცნების რეჟიმზე ზეწოლა გააძლიეროს
"ქართული ოცნების" რეჟიმის მიერ საქართველოში ორი ფრანგი ჟურნალისტის არშემოშვებას, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ეხმაურება. RSF-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორმა ჟან კაველიემ ჟურნალისტებისთვის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა შეაფასა როგორც მიზანმიმართული შიშის დათესვის მცდელობა, განსაკუთრებით იმ პირების მიმართ, რომლებიც 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული სადავო არჩევნების შემდეგ დემონსტრაციების გაშუქებით იყვნენ დაკავებულნი. მან მოუწოდა მმართველ პარტიას დაიცვას პრესის თავისუფლება და ასევე, საფრანგეთსა და ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხის გაზრდისკენ მოუწოდა. RSF აღნიშნავს, რომ მიუხედავად საფრანგეთის საელჩოსა და ადგილობრივი ადვოკატის ჩართულობისა, ასევე სახალხო დამცველის მიერ ჟურნალისტის მხარდამჭერი პოზიციისა, რომელმაც მისი უფლებების უხეში დარღვევა აღნიშნა, ხელისუფლება დუმილს ინარჩუნებს. მისი პირველი საჩივარი სასამართლომ არ მიიღო, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 23 ივნისისთვის არის ჩანიშნული. საქართველოში მცხოვრები ფრანგი ჟურნალისტი, კლიმენტ ჟირარდოტი წერს, რომ ქვეყანაში აღარ შემოუშვეს. როგორც ამბობს, მესაზღვრეებს მიზეზი არ განუმართავთ. თუმცა, ჟურნალისტი ამას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |