2025-03-31 17:00:30, 1659 ნახვა
კომენტარი/ ომში დაღუპული ჯარისკაცის და - ის სისხლი მტკივა შენ რომ ქვეყნის სიყვარულით გიდუღდა
ის სისხლი მტკივა შენ რომ ქვეყნის სიყვარულით გიდუღდა და ნაწამები სხეულისაგან გამოგაცალეს, ის გული მტკივა , რომელიც სამშობლოს ერთიანობისთვის და თავისუფლებისათვის ძგერდა და ამოგაცალეს, ის სხეული მტკივა რომლითაც ღირსეულად იბრძოდი სამშობლოს დასაცავად , გაწამეს (ჯერ ცოცხალი და მერე მკვდარი), ვერ დაგაჩოქეს , ვეერ შეურაცხგყვეს, ვერ გაგტეხეს, შენ ჩემი დაუჩოქელი სამშობლო ხარ, დაუჩოქელი სამშობლოს ღირსეული შვილი ხარ. რამდენ ტკივილზე დავწერო კიდე? დედაზე, რომელიც შენს საფლავთანაც ვერ მომყავს, მამაზე, შენს ობლად დარჩენილ შვილებზე თუ იმ პატარა გოგოზე რომელიც ნაადრევად დაქვრივდა და დღეს უძლიერესი ქალი და შენი ორი იუნკერის დედაა, რამდენ ტკივილზე დავწერო,რომელიც რუსეთმა მოაყენა ჩემს სამშობლოს. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომს ერთდერთი დამნაშავე ყავს და ეს რუსეთია. ისტორიის მანძილზე არასოდეს ვყოფილვართ თავდამსხმელები,ყოველთვის ვიბრძოდით ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისათვის , არსებობისთვის და იდენტობისთვის, მოღალატეებთან ერთად ყოველთვის გვყავდა გმირები…სამწუხაროდ დღეს ქართველებს ერთმანეთის სიძულვილი ვერ დაუთრგუნვიათ და მზად არიან საკუთარი სამშობლო ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებაში დაადანაშაულონ. ძალიან მეამაყები , უზომოდ ძალიან და მადლობა კიდევ და კიდევ ამ ღირსეული თავგანწირვისათვის, ჩემო დაუჩოქელო გმირო. ასეა , ჩვენ სოფრომაძეებს ვერასოდეს დაგვაჩოქებს მტერი , ვერასოდეს. #რუსეთიოკუპანტია #რუსეთიმკვლელია - წერს 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცის, შმაგი სოფრომაძის და, სოფა სოფრომაძე სოციალურ ქსელში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |