2025-03-26 15:23:22, 2560 ნახვა
კომენტარი/ პესკოვი - გუცულის დაკავება ნიშნავს უარს დემოკრატიის პრინციპებზე
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი გმობს მოლდოვის ხელისუფლების ქმედებებს, გაუგაზიის ლიდერთან, ევგენია გუცულთან დაკავშირებით. მისი თქმით, კიშინიოვმა უარი უნდა თქვას მსგავს მეთოდებზე. "ჩვენ, რასაკვირველია, ვგმობთ ასეთ ქმედებებს და მივიჩნევთ, რომ კიშინიოვმა უნდა უარი თქვას მსგავს მეთოდებზე და უზრუნველყოს მოქმედების თავისუფლება ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალისთვის". - თქვა პესკოვმა. კრემლის სპიკერის შეფასებით, მოლდოვის ხელისუფლება ღია ზეწოლის მეთოდებს იყენებს მაია სანდუს კონკურენტი, პოპულარული პოლიტიკოსების წინააღმდეგ. "როგორც ჩანს, კიშინიოვმა აირჩია ტაქტიკა – უარი თქვას კანონზე, დემოკრატიის პრინციპებსა და პოლიტიკურ პლურალიზმზე და უბრალოდ განახორციელოს ღია ზეწოლა ყველა პოლიტიკურ კონკურენტზე". - თქვა პესკოვმა. ამასთან, პესკოვის თქმით, გუცულის დაკავება "სცდება ყველა დემოკრატიული ნორმისა და პრინციპის ფარგლებს და იმეორებს რუმინეთის ქცევას, სადაც დემოკრატია ფეხქვეშ გათელეს". კიშინიოვში მოლდოვის ავტონომიური ოლქის, გაგაუზიის პრორუსი ლიდერი, ევგენია გუცული 25 მარტს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |