2025-03-20 13:22:35, 1396 ნახვა
სპორტი/ ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება - ბორჯღალოსნების და აკა ტაბუცაძის მორიგი წარმატება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან და სამართლიანადაც. სულ კი, ქართველებს რაგბი ევროპა 17-ჯერ აქვთ მოგებული. რიჩარდ ქოქრილის გაწვრთნილმა გუნდმა, ფინალურ შეხვედრაში, მიხეილ მესხის სტადიონზე ესპანეთის ნაკრები 46:28 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის თასი დამსახურებულად აღმართა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 8 ლელო დაუდო. ჰეთ-თრიქი შეასრულა ვანო კარკაძემ, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა; თითო ლელო გაიტანეს ვასილ ლობჟანიძემ და ნიკა აბულაძემ. ასევე, ჰეთ-თრიქით გამოიჩინა თავი აკა ტაბუცაძემ, რომლის სარეკორდო მიღწევაზე ცალკე ვისაუბრებთ. გარდა იმისა, რომ ტაბუცას ნაკრებში უკვე 50 ლელო დაუგროვდა, ეს ამბავი საერთაშორისო დონეზეც რეზონანსულია. თუკი ესპანეთთან მატჩამდე ქართველი მორაგბის სანაკრებო ანგარიშზე 47 ლელო იყო და მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეების ტოპ 10-ში ის მე-9 ადგილს ლეგენდარულ ირლანდიელთან, ბრაიან ო’დრისკოლთან იყოფდა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ, ტაბუცაძემ ჩამოიტოვა ჯორჯ ნორზი (უელსი) და დაგ ჰაულეტი (ახალი ზელანდია). ახლა, აკა ტაბუცაძე, არც მეტი-არც ნაკლები, მსოფლიოს ტოპ 10-ში მეექვსე ადგილზეა და ამ პოზიციას რორი ანდერვუდთან (ინგლისი) ერთად იყოფს. რაც შეეხება ტოპ ხუთეულს, მათგან არც ერთი აღარაა მოქმედი მოთამაშე. მაგალითად, მე-5 ადგილს ტაბუცაძეს მხოლოდ 5 ლელო აშორებს და ოპტიმისტურ პროგნოზებში უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი მორაგბე ამ „ბარიერსაც“ უახლოეს მომავალში დაძლევს. რაც შეეხება მსოფლიო რაგბის რეიტინგს, ესპანეთთან მოგების შემდეგ, საქართველომ მე-11 ადგილი შეინარჩუნა და უახლოეს მდევარ, ექვსი ერის წარმომადგენელ უელსთან უპირატესობა 1.3 ქულით გაზარდა. თიბისი და დიდი რაგბი ზაფხულში, საინტერესო სანაკრებო ტესტ-მატჩებით დაბრუნდებიან. მანამდე კი, ერთად ვუგულშემატკივროთ ასაკობრივ ნაკრებებსა და 7-ქალა ნაკრებს მნიშვნელოვან ტურნირებზე. #ერთადგავიმარჯვებთ
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |