2025-01-10 00:28:26, 2080 ნახვა
სამხედრო/ ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ირაკლი ჩიქოვანი რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 25-ე შეხვედრაში მონაწილეობდა. რამშტაინის ფორმატის შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გახსნა. რამშტაინის ფორმატის 25-ე შეხვედრაზე ლოიდ ოსტინთან ერთად სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მათ უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის გადაუდებელ და გრძელვადიან საჭიროებებზე იმსჯელეს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინისთვის შემდგომი დახმარების პაკეტზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში ბოლოჯერ მონაწილეობს. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |