2024-12-27 11:44:03, 2283 ნახვა
სამხედრო/ სენაკის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა
გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებას ამჯერად სენაკში მე-2 ქვეითმა ბრიგადამ უმასპინძლა. დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს და მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვეს. სენაკის სამხედრო ბაზაზე ბავშვებს სხვადასხვა გასართობი პროგრამა შეთავაზეს. მათთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. მოეწყო საახალწლო სოფელიც, სადაც პატარებმა თოვლის ბაბუასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საჩუქრები მიიღეს. სამხედროების შვილებს ბრიგადაში არსებული ტექნიკისა და აღჭურვილობის დათვალიერების საშუალებაც მიეცათ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |