2024-11-01 16:21:17, 1954 ნახვა
სამხედრო/ მე-6 საარტილერიო ბრიგადა 16 წლისაა
თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 16 წელი შესრულდა - საზეიმო ცერემონიალი ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და მე-6 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით ფოფხაძემ მიულოცეს. „სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას. საზეიმო ღონისძიებაზე უწყების წარმომადგენლებმა სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“, საშტატო იარაღებით, ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს. მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსების დღესთან დაკავშირებით, გაიმართა „ღია კარის დღეც“, რომელსაც სამტრედიისა და ხონის საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ. ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. სტუმრებმა სიმულაციების კლასი და გამოფენილი სამხედრო ტექნიკაც დაათვალიერეს",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |