2024-10-11 12:59:23, 1998 ნახვა
სამხედრო/ თავდაცვის ძალებმა სამედიცინო სწავლება GEOMEDEX 24 ჩაატარა
ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ნატოს სტანდარტებით პირველი ქართული სამხედრო სამედიცინო სწავლება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, GEOMEDEX 24, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთის სარდლობისა და სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ჩატარდა. "სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. საჩვენებელი სწავლების დროს განხორციელდა დაჭრილი სამხედროების საველე ჰოსპიტალში - ROLE2F "დიდგორი მედევაკით" ევაკუაცია, შემდეგ კი, ვერტმფრენით სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანა. სწავლების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის წევრები, თავდაცვის ატაშეები, აშშ-ის ევროპის სარდლობის ავიაციის ძალებისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მთავარი ექიმები, თავდაცვის ძალებისა და ლუგარის სახელობის სამედიცინო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები გაეცნენ. ღონისძიების ფარგლებში, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სამხედრო სამედიცინო მიმართულების განვითარებაში შეტანილი წვლილის, სწავლების წარმატებით დაგეგმვისა და აღსრულებისთვის მედლებით „ღირსეული პარტნიორი“ პოლკოვნიკი იურგენ მუნტენაარი და ვიცე-პოლკოვნიკი ივონ ზიბერტი დააჯილდოვა. GEOMEDEX 24-ში მე-4 ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეული იყო ჩართული. ასეული ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასების და უკუკავშირის (OCC E&F) პროცესის სერტიფიცირებისათვის ემზადება. ქვედანაყოფის საწყისი ოპერატიული შესაძლებლობები (IOC) ევროპის მულტინაციონალური სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის შემფასებელთა ჯგუფის მიერ ეროვნულ დონეზე დადებითად შეფასდა, ასეული ნატოს საბოლოო ოპერატიული შესაძლებლობების სერტიფიცირებას (FOC) 2025 წელს ნატო-საქართველოს სწავლებაზე გაივლის",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |