2024-07-27 12:35:17, 2080 ნახვა
სამხედრო/ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურის პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართა
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 36-მა მსმენელმა წარმატებით დაასრულა. მაგისტრატურის VI გამოშვების საზეიმო ცერემონია მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. კურსდამთავრებულებს სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა და კარიერულ წინსვლაში წარმატება უსურვა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს ასევე, ეროვნული აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი არაბულმა. ღონისძიებაზე აკადემიის მაგისტრატურაში დანერგილი სიახლეც გაჟღერდა. ახალი სასწავლო წლიდან აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე იმ სამოქალაქო პირებსაც შეეძლებათ სწავლა, რომელთა საქმიანობაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან არ არის დაკავშირებული. აკადემია მსმენელებს სამ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს: თავდაცვის ანალიზი, უსაფრთხოების კვლევები და სახელმწიფო რესურსების მართვა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |