19:27 - 02 May, 2025
2025-05-01 17:10:43, 231 ნახვა

ეკონომიკა/
ქუთაისქალაქობა 2025 - წელს, დღესასწაულს თიბისიც უერთდება

გვირილობის საგაზაფხულო დღესასწაულში, რომელიც ქუთაისში ყოველწლიურად იმართება, წელს, მონაწილეობას თიბისიც მიიღებს და შევეცდებით, ადგილობრივებს ეს დღე უფრო გავულამაზოთ. ქუთაისელები ხომ გვირილობას განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავენ. ეს მხოლოდ ერთი დღე არ არის - ეს მოგონებებია ბავშვობაზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე და გაზაფხულზე, რომელიც ქალაქში ყოველთვის ცოტა ადრე შემოდის.

არაფერი სჯობს გაზაფხულზე ქუთაისს. გვირილობა ხომ ბუნების, ქალაქის და ხალხის დღესასწაულია. ქუთაისი ამ დღეს თავის წარსულსა და აწმყოს აერთიანებს. შენ კი, გიწვევს, რომ გახდე ამ სიხარულის ნაწილი.

აქ იმაზე მეტი სითბოა, ვიდრე ქალაქის გული დაიტევს.

აქ ერთიანდება ტრადიცია, თანამედროვეობა, ემოცია, სიხარული, მოგონებები და იმედი.

აქ ადგილობრივები და სტუმრები ერთად ზეიმობენ.

წელსაც, ტრადიციულად, ქალაქის ისტორიულ ცენტრში 12:00 საათიდან დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები, სპორტული და საბავშვო აქტივობები, სპექტაკლები.

გულწრფელად გვიხარია, რომ წელს, თიბისი ამ ყველაფრის ნაწილი გახდება და ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს ბრენდირებულ საჩუქრებსა და მოსასვენებელ სივრცეს შესთავაზებს.

ამასთან, არ გამოტოვოთ თიბისის 2 მაისის შეთავაზება: გადაიხადე ქუთაისქალაქობაზე ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 20%, მაქსიმუმ 30 ლარი მომენტალურად, სულ 20 ობიექტში. აქცია ვრცელდება მხოლოდ ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებში. აქციაში მონაწილეობა შესაძლებელია რამდენჯერმე.

გელოდებით ქუთაისში!




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics