2025-05-01 16:09:24, 165 ნახვა
რეგიონი/ ოკუპირებულ სოხუმში პუტინის ადმინისტრაციის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო იმყოფება
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო ოკუპირებულ სოხუმში იმყოფება. ტელეგრამ არხ AMRA-life-ის ცნობით, კირიენკო სოხუმში ოკუპირებული ყირიმიდან ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან ერთად ჩაფრინდა. 29-30 აპრილს გუნბა ანექსირებულ ყირიმში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. კირიენკოსთან და გუნბასთან ერთად ოკუპირებულ სოხუმში ჩაფრინდა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკოც. რუსმა მაღალჩინოსნებმა თვითგამოცხადებულ პრეზიდენტთან ერთად სოხუმში მშენებარე საავადმყოფო მოინახულეს, რომელიც რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში შენდება. ვიზიტი დაემთხვა დღეს, როდესაც მოსკოვიდან სოხუმში პირველი რეგულარული რეისი შესრულდება. გარდა ამისა, 1 მაისს, პირველი რეისი გააკეთა ელექტრომატარებელმა დიოსკურია, რომელიც რუსეთის ქალაქ სირიუსიდან სოხუმში ჩავიდა. ბოლო პერიოდში, პუტინის ადმინისტრაციის მოადგილე ხშირად ხვდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მარიონეტულ რეჟიმების წარმომადგენლებს. 2025 წლის აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე კირიენკომ ბადრი გუნბას დაუჭირა მხარი. 19 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ეწვია. კირიენკო ცხინვალში როგორც კრემლის კურატორი პირველად ეწვია. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან, ალან გაგლოევთან შეხვედრისას, კირიენკომ თქვა, რომ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით "9 მაისისთვის, სამხრეთ ოსეთის ყველა დასახლებასა და სკოლას რუსეთის პრეზიდენტის ფონდიდან ერთი მილიონი რუბლი (33 000 ლარი) გადაეცემა".
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 18:34:06 უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად 2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |