2025-05-01 12:27:02, 200 ნახვა
საზოგადოება/ ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო
სადგურის მოედანზე არსებულ „ბორჯომის ბაზრობაზე“, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ხმაური და დაპირისპირება ბაზრობაზე დასაქმებულებსა და პოლიციას შორის მოხდა. დასაქმებული პირები შესვლას ითხოვდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაწყობე ფართებს ფლობდნენ, რადგან მათივე განმარტებით, ხანძარს გადარჩენილი სავაჭრო საქონლის გამოტანა სურდათ. მოვაჭრეებს ამის საშუალება მათ ადგილზე მყოფმა პოლიციამ არ მისცა, რასაც უკვე დაპირისპირება მოჰყვა. მოვაჭრეებმა ადგილზე განლაგებული რკინის კორიდორიც გაარღვიეს, თუმცა პოლიციამ ისინი ადგილიდან გამოიყვანა. ბაზრობაზე დასაქმებულები ეჭვობენ, რომ გადარჩენილი სავაჭრო საქონელი მოპარულია. „ყველა ყუთი თუ ცარიელია, სავსე ყუთები სად არის, სად წავიდა? ქაღალდები და ცარიელი ყუთებია. მე წავიღე? ვინ მოიპარა? აი, გუშინდელი გადაღებული სურათი და დღევანდელიც... მოპარულია, გესმის?!“-აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე. „საწყობები ცარიელია. ცარიელი ყუთები რომ ყრია, არ დაიწვა? სად არის ის ფეხსაცმელი, რომელიც შიგნით იყო?!“-აცხადებს მოვაჭრე. „ჩემი საქონლის ფერფლი დამანახეთ, რატომ გაზიდეთ მანამდე, სანამ დაიწვებოდა?! რატომ არ მოდის მერია დასახმარებლად. მთელი ოთხი წლის ნამუშევარი რომ წყალში ჩაგვიგდეთ, დამწვრის ფერფლი მაჩვენეთ“, - აცხადებს კიდევ ერთი მოვაჭრე.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 18:34:06 უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად 2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |