2025-05-01 10:29:24, 167 ნახვა
ეკონომიკა/ საქართველოს ბანკსა და Swisscontact-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, ახალი შესაძლებლობების შექმნასა და პარტნიორული ქსელის განმტკიცებას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკმა Swisscontact-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტს“ (RSMEDP) ახორციელებს, Mercy Corps-თან და Springfield Centre-თან ერთად. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერაა დაფინანსებული. ურთიერთთანამშრომლობის მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება, მათთვის დამატებითი რესურსების მობილიზება და საგანმანათლებლო თუ სხვა სერვისების გაზიარებაა. თანამშრომლობა ითვალისწინებს:
„საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტთან“ (RSMEDP). გასულ წლებში ჩვენ ერთად რეგიონული ბიზნესებისთვის, მათ შორის, აგრო თუ სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე მეწარმეებისთვის, არაერთი შესაძლებლობა შევქმენით, გავუზიარეთ მათ განვითარებისთვის საჭირო ინფორმაცია და რესურსები. მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის მდგრადი განვითარება რეგიონული, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის გაძლიერების გარეშე შეუძლებელია, სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ, რეგიონული ბიზნესების გაფართოებასა და გაძლიერებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი. „მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას. დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის პროდუქტების და სერვისების ეფექტურად მიწოდების მიზნით პროექტი ითანამშრომლებს ბანკის არასაბანკო პროდუქტების განვითარებისა და ESG და მდგრადობის დეპარტამენტებთან. საბანკო პროდუქტების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია საწარმოების ეფექტური ფუნქციონირებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობა ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და გაზრდის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებსა და დასაქმებას“, - აღნიშნა რიჩარდ როუზმა, “რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის“ ხელმძღვანელმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 18:34:06 უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად 2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |