2025-05-01 09:24:50, 199 ნახვა
რეგიონი/ 30 წლის შემდეგ, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ფრენები დღეიდან განახლდება
დღეიდან, 1 მაისიდან რუსეთი რეგულარულ სამგზავრო ავიამომოსვლას იწყებს მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან, სოხუმის აეროპორტში, რომელსაც საერთაშორისო კოდი აღარ გააჩნია. მოსკოვი-სოხუმის პირველ რეისს ვნუკოვოს აეროპორტიდან შეასრულებს ავიაკომპანია UVT aero, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს შორისაა. ვნუკოვოს აეროპორტის საიტზე გამოქვენებული განრიგის მიხედვით, თვითმფრინავი სოხუმისკენ მოსკოვის დროით 14:30 საათზე გაემგზავრება, დღესვე რეისს შეასრულებს სოხუმიდანაც და ვნუკოვოს აეროპორტში 23:00 საათზე დაეშვება. რეისს 50-ადგილიანი თვითმფრინავი Bombardier CRJ-200 შეასრულებს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანახმად, 6 მაისიდან ავიაკომპანია „იკარი“ კვირაში ერთხელ შეასრულებს რეისებს ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმში. ეს რუსული ავიაკომპანიაც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ივნისს „იკარმა“ სოხუმში რეისი შესაძლოა, ქალაქ უფიდანაც შეასრულოს, ხოლო ავიაკომპანია „სევერნი ვეტერმა“ 4 ივნისს - ყაზანიდან.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 18:34:06 უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად 2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |