2025-04-30 12:49:46, 200 ნახვა
რეგიონი/ ოკუპირებულ ცხინვალში სუს-თან თანამშრომლობის ბრალდებით 51 წლის კაცი დააკავეს
![]() თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, დააკავეს 51 წლის მოქალაქე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. "ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ძაუს რაიონის მცხოვრები მოქალაქე, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობდა, სისტემატურად ინარჩუნებდა კონტაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან და მათ რესპუბლიკაში განლაგებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტების, მათი სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ზონაში გადასვლისა და სამხრეთ ოსეთში არსებულ შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა". - აცხადებს კომიტეტი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამძებრო და ოპერატიული ღონისძიებები, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ) და მარიონეტული რეჟიმის საგარეო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარდა. კომიტეტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილის მიმართ 2025 წლის 21 აპრილს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ის რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე, სახელმწიფო ღალატის, მუხლით არის დაკავებული. "დაკავებულმა აღიარა დანაშაული და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან". - აღნიშნულია კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებაში. არსებული ინფორმაციით, მარიონეტული რეჟიმის მიერ გამოვლენილია კიდევ ხუთი მოქალაქე, რომლებიც კონტაქტში იყვნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან, თუმცა მათ მიერ გადაცემული ინფორმაცია არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოს. კომიტეტში აღნიშნავენ, რომ არასაკმარისი მასალების გამო აღნიშნულ პირებს მხოლოდ ოფიციალური გაფრთხილება გაეცნოთ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 18:34:06 უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად 2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |