2025-04-29 17:54:35, 361 ნახვა
საზოგადოება/ საქართველოს მოსახლეობის 56% ეკონომიკურ კრიზისს ელის – ACTR-ის კვლევა
ACT კვლევის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 56%, უახლოეს 6 თვეში ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს ელის. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 47%-ს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა უჭირს, სამედიცინო მომსახურებისა და წამლების შეძენა კი გამოწვევებთან 55%-ისთვის არის დაკავშირებული. ამასთან, მოსახლეობის 41%-ს აუცილებელი ტანსაცმლის ყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ACTR ხაზს უსვამს, რომ მოსახლეობის მოლოდინები მათ ფინანსურ გადაწყვეტილებებზეც მოქმედებს და ხარჯების შემცირებისკენ უბიძგებს. "ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინი არამხოლოდ მოსახლეობის განწყობებზე მოქმედებს, არამედ ცვლის მათ ფინანსურ გეგმებსაც. ეკონომიკური პესიმიზმის პირობებში მოქალაქეები იწყებენ ხარჯების გადახედვას და პირველ რიგში მზად არიან შეამცირონ ის დანახარჯები, რომლებიც არ განიხილება პირველადი საჭიროებების კატეგორიაში. სწორედ ამ პროცესში იკვეთება სექტორები, რომლებზეც ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი ხარჯების შემცირება, და სფეროები, რომლებიც კვლავ ინარჩუნებენ მაღალი ხარჯვის პოტენციალს". - წერს ACTR. კვლევის თანახმად, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მოსახლეობა, უპირველეს ყოვლისა, ხარჯებს მომსახურების სფეროში შეამცირებს. მოსახლეობის 30% ამბობს, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ხარჯებს მოგზაურობისა და დასვენების მხრივ შეამცირებს, ხოლო 29%-ის თქმით, გართობაზე გაწეულ ხარჯებს დაზოგავს. ტანსაცმლისა და აქსესუარების ხარჯების შემცირებას ფინანსური ვითარების გაუარესების შემთხვევაში 14% გეგმავს, 9% კი მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მხრივ აპირებს ხარჯების შემცირებას. გამოკითხულთა 68%-ის თქმით, შემდეგი 6 თვის განმავლობაში ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტების შეძენას გეგმავს, განათლებაზე ფულის დახარჯვას კი გამოკითხულთა 40% აპირებს. 29%-ის თქმით, მსხვილ ტექნიკას/ელექტროტექნიკას შეიძენენ, დასვენებასა და მოგზაურობაზე კი ფულს 26% დახარჯავს. გამოკითხულთა შედარებით დაბალი ნაწილი ამბობს, რომ შეიძენს ავტომობილსა და უძრავ ქონებას - 22% და 21% ამ რიგითობით. ყველაზე ცოტა ადამიანი ამბობს, რომ მომდევნო 6 თვეში ფულად ინვესტიციას გეგმავს - 19%. ACTR-ის თანახმად, ეს ასახავს, რომ "არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში მოსახლეობა ნაკლებადაა მიდრეკილი რესურსების რისკიან აქტივებში განთავსებისკენ". "საბოლოოდ, ნათლად იკვეთება, რომ მოსახლეობაში არსებობს ეკონომიკური დაღმასვლის მოლოდინი, რაც გავლენას ახდენს მათ ფინანსურ გეგმებსა და ხარჯვით პრიორიტეტებზე. მთავარი აქცენტი კეთდება საარსებოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე, ხოლო შედარებით არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებები — როგორიცაა მოგზაურობა, დასვენება, გართობა — ნაკლებად პრიორიტეტული ხდება". - წერს ACTR.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 18:34:06 უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად 2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |