2025-04-29 17:42:29, 354 ნახვა
საზოგადოება/ ნინო ლომჯარია - ვერცერთი რეჟიმი ვერ გადაგვიწყვეტს, დავეხმაროთ თუ არა ჩვენს თანამოქალაქეებს
ვერავინ ამ ქვეყანაში, ვერცერთი რეჟიმი ვერ გადაგვიწყვეტს, დავეხმაროთ თუ არა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც არიან ციხეში და მათ ოჯახებს. ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ , - ასე ეხმაურება „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორი ნინო ლომჯარია რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიმდინარე გამოძიება არ აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. „პასუხი მოეთხოვებათ სამართლებრივად და პასუხს აგებენ პირები, ის უწყებები, რომლებიც არიან ჩართული პოლიტიკურ რეპრესიებში, ვინაიდან მიმდინარე გამოძიებას არ აქვს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი. ეს პირველ რიგში იციან ამ უწყებების წარმომადგენლებმა და ამიტომაც იყო, რომ დღეს მხოლოდ ერთმა უწყებამ ვერ გაბედა შესულიყო ჩხრეკის ჩასატარებლად. სრულიად გაუგებარი სამართლებრივი პროცედურა იყო, როდესაც რამდენიმე უწყების წარმომადგენელი ერთდროულად მონაწილეობდა მოქალაქეების ჩხრეკაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი უწყება ვერ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას. მათ იციან, რომ ჩადიან დანაშაულს და მათ უნდათ, რომ ყველა უწყება იყოს თანამონაწილე დანაშაულის და არა კონკრეტული უწყება. ეს მათ შიშებზე მიანიშნებს და ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ მათ იციან, რომ ჩადიან დანაშაულს და კრიმინალს და უნდათ, რომ იყვნენ თანამონაწილეები კრიმინალში და ყველამ ერთად აიღოს პასუხისმგებლობა.“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 18:34:06 უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად 2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |