2025-04-07 11:36:09, 740 ნახვა
რეგიონი/ სულხან თამაზაშვილს დღეს ამტკიცებენ, აჭარის უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტებს არ უშვებენ
აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომა, სადაც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი, მედიისთვის დახურულია. ჟურნალისტების ნაწილი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრიბა და საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. ამასთან, სოლიდარობას უცხადებენ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“. „დაგვიკეტეს უმაღლესი საბჭოს კარები, ირჩევენ არალეგიტიმურ მთავრობის თავმჯდომარეს. ეს არის მესიჯი, რომ კიდევ უფრო ჩაიკეტება ჩაკეტილი სისტემა, პოლიციელს სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. ვერ ჩაიკეტებით. საზოგადოებისთვის ანგარიშის გაწევა მოგიწევთ”,- აცხადებენ შეკრებილები. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 18:34:06 უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად 2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |