|
2026-11-26 12:10:36, 679 ნახვა
კომენტარი/ ჰელმუტ ბრანდშტეტერი - ეს პარლამენტი ქართველ ხალხთან ერთად დგას
„პაატა ბურჭულაძის შესანიშნავი ბანი ავსებდა საოპერო თეატრებს ვენიდან კოვენტ-გარდენამდე და ლა სკალამდე, მაგრამ საქართველოს ოლიგარქებს მისი ხმის ეშინიათ. რატომ? იმიტომ, რომ მან თავისუფლება და დემოკრატია მოითხოვა“, — თქვა ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა (Renew Europe) ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ პაატა ბურჭულაძე ავსტრიის მოქალაქეც არის. „ქართველები — ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც — ქუჩაში გამოდიან. მათ საქართველოსა და ევროპის დროშები უჭირავთ და ასევე მღერიან „სიხარულის ოდას“, ეს ამ ერის სიმამაცის გამორჩეული გამოვლინებაა. ჩვენ ვიცნობთ რუსულ პროქსი-ძალებს. ადრე თუ გვიან ისინი მარცხდებიან. ეს ვნახეთ უნგრეთში, სერბეთსა და სირიაში, სადაც მოსკოვის კლიენტები ერთმანეთის მიყოლებით დამარცხდნენ. ამიტომ მოდით, მივიღოთ ეს რეზოლუცია. მოვითხოვოთ პაატას დაუყოვნებელი გათავისუფლება. ეს პარლამენტი ქართველ ხალხთან ერთად დგას“, — განაცხადა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტი 26 ნოემბერს კენჭს უყრის რეზოლუციას პაატა ბურჭულაძისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან

