07:36 - 27 Nov, 2026
2026-11-23 10:55:52, 2989 ნახვა

კორონავირუსი/
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

კიევის ოლქის ქალაქ დიმერეში რუსული დრონით მრავალსართულიან შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ კიევის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ თავის Telegram არხზე განაცხადა.

„დიმერეში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ღამით ნანგრევებიდან 79 წლის ქალიც ამოიყვანეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მედიკოსები მას ყველა საჭირო დახმარებას უწევენ.

როგორც „უკრაინის ამბები“ იტყობინება, 22 ნოემბერს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ტერორისტულმა ძალებმა კიევის ოლქის ქალაქ დიმერეში ხუთსართულიან შენობაზე დრონით თავდასხმა განახორციელეს.

დიმერეში 7 წლის ბიჭიც გადაარჩინეს, რომელიც თითქმის 14 საათის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდა.




ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics