|
2026-11-25 21:22:02, 1658 ნახვა
პოლიტიკა ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშების სფეროსთვის შეღავათების დამწესება ოცნებას კრიმინალურმა სამყარომ დაუკვეთა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა, რომ აზარტული თამაშების სფეროსთვის შეღავათების დამწესებელი კანონის მიღება მმართველ პარტიას, შესაძლოა, კრიმინალურმა სამყარომ დაუკვეთა. TV პირველის ინფორმაციით, ეს განცხადება მან დღეს, 25 ნოემბერს გააკეთა და საკუთარი პოზიცია რამდენიმე ძირითადი არგუმენტით განმარტა: ზურაბიშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში პარლამენტს საზოგადოების ან ბიზნესის არცერთი სხვა სეგმენტისთვის მსგავსი შეღავათები არ დაუწესებია, რაც აჩენს ეჭვს, რომ კანონი კონკრეტული ჯგუფების, მათ შორის კრიმინალური სამყაროს, ინტერესებს ემსახურება. მეხუთე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში ე.წ. კრიმინალური სამყარო თავად წაახალისა და დააბრუნა, თუმცა ახლა მას ვეღარ აკონტროლებს. მისივე ვარაუდით, სწორედ ამ უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის მიერ შვილის, ბერა ივანიშვილის, საქართველოდან ჩინეთში გაყვანა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ კანონი პარლამენტში ყოველგვარი საჯარო მსჯელობის, დისკუსიისა და წინააღმდეგობის გარეშე, დაჩქარებული წესით იქნა მიღებული.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან

