11:48 - 27 Nov, 2026
2026-11-25 17:01:48, 1508 ნახვა

ეკონომიკა/
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

სელფი მობაილი უკვე მეორე წელია რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ფესტივალის, DataFest Tbilisi-ის სპონსორია.

ფესტივალი წელს 26-28 ნოემბერს იმართება და მეათე საიუბილეო ღონისძიება იქნება. DataFest Tbilisi აერთიანებს მონაცემთა მეცნიერებს, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებს, ტექნოლოგიური კომპანიების, სტარტაპების, ბიზნესის, მედიისა და კრეატიული ინდუსტრიების წარმომადგენლებს.

ფესტივალის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის უახლეს ტენდენციებს, მათ პრაქტიკულ გამოყენებასა და განვითარების შესაძლებლობებს. სამდღიანი პროგრამა მოიცავს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, პრაქტიკულ ვორკშოპებსა და თემატურ შეხვედრებს.

ტექნოლოგიურ კომპანიად (TechCo) ტრანსფორმაციის ფარგლებში, სელფი მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ ტექნოლოგიების გარშემო ცოდნის გაზიარებას, ინოვაციურობის განვითარებასა და ციფრული განათლების გავრცელებას. DataFest Tbilisi სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც ქმნის ახალი იდეების, თანამედროვე ცოდნისა  და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.

ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.datafest.ge/




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics