|
2026-11-25 16:22:42, 1277 ნახვა
ეკონომიკა/ თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
თიბისისთვის ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარება, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. თიბისი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვას, კეთილდღეობასა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. სწორედ ამიტომ თიბისიმ, ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით გამართულ ღონისძიებაზე, ხელი მოაწერა ბავშვთა უფლებების ბიზნეს-ვალდებულებას „ინვესტიცია მომავალში“. ხელმოწერით თიბისი ადასტურებს მზადყოფნას, ბავშვთა უფლებები და კეთილდღეობა საკუთარი პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქციოს. ღონისძიება, რომელსაც ბიზნესისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ 20 ნოემბერს, ბავშვთა მსოფლიო დღეს გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), საქართველოს საფონდო ბირჟა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი. ღონისძიების მიზანი იყო კაპიტალის ბაზრებისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესის მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენა ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის პროცესში. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ახალ პრაქტიკულ რესურსებს, რომლებიც კომპანიებს ბავშვთა უფლებების გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საქმიანობასა და ანგარიშგებაში ინტეგრირებაში დაეხმარება. მათ შორის წარმოდგენილი იყო ქართულენოვანი სახელმძღვანელო - „ბავშვთა უფლებების ინტეგრირება კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგებაში საქართველოში“.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა), 

