|
2026-11-25 09:54:02, 1867 ნახვა
მსოფლიო/ ზელენსკი -რატომ გვთავაზობს ლუკაშენკო უაზრო რაღაცეებს? ჩამოვიდნენ ეგ და პუტინი კიევში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თვითგამოცხადებული ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი კიევში დაპატიჟა. „კარგი, მას შეუძლია პუტინი წამოიყვანოს და კიევში გამოფრინდეს. შემდეგ ჩვენ აუცილებლად ვუზრუნველყოფთ მათ უსაფრთხო მიღებას. განაგრძეთ, ეს მოლაპარაკებებია“. სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ ამას უაზრო საუბრად მიიჩნევს. „რატომ გვთავაზობს ლუკაშენკო უაზრო რაღაცეებს? ჩვენ ომში ვართ; ჩვენ ვერ შევხვდებით მოსკოვში, ვერ შევხვდებით კიევში. ყველას ეს კარგად გვესმის. როდესაც ვინმე ამას ამბობს, ეს უბრალოდ უაზრობაა. ანუ ისინი არ გვაახლოებენ ომის დასრულებასთან“. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მიუღებელია ფორმატი, სადაც ლუკაშენკო მას თვითმფრინავში ჩასმასა და მოსკოვში წაყვანას ჰპირდება: „ლუკაშენკო მთავაზობს, თან წამიყვანოს. მე რა, ჩემოდანი ვარ, რომ ჩამსვას თვითმფრინავში და გამაფრინოს, თანაც მოსკოვში? ეს არასერიოზულია“. მან დასძინა, რომ ხალხი აბინძურებს საინფორმაციო სივრცეს აბსურდული და არაკონსტრუქციული წინადადებებით, რომლებიც ნამდვილად არ დაასრულებს ომს. ფრანგულ ჟურნალ Le Point-თან ინტერვიუში ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მზად არის პირადად გაჰყვეს ზელენსკის რუსეთის დედაქალაქში და მისი უსაფრთხოების გარანტად იქცეს. ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო ბელტას ცნობით, ლუკაშენკომ თქვა, რომ მათ შეუძლიათ ერთად ჩასხდნენ თვითმფრინავში და მოსკოვში გაფრინდნენ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

