|
2026-11-24 21:55:13, 2056 ნახვა
პოლიტიკა 2027 წლიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო გაუქმდება - ლიკვიდაციის მუხლი 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. - ლიკვიდაციის შესახებ დადგენილებას ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 ნოემბერს მოაწერა ხელი. დადგენილებით შეიქმნა ხუთწევრიანი სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია უხელმძღვანელებს. კომისიამ 1 იანვრამდე უნდა აღრიცხოს სააგენტოს ქონება, მიმდინარე ვალდებულებები და დოკუმენტაცია. საჭიროების შემთხვევაში, კომისია განსაზღვრავს, რომელ უწყებებს გადაეცემა სააგენტოს ქონება, ვალდებულებები და დოკუმენტაცია. კომისიამ ის უწყებაც უნდა შეარჩიოს, რომელიც სააგენტოს დახურვის შემდეგ შეამოწმებს, როგორ ასრულებენ გრანტის მიმღებები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. თავად სააგენტომ კი წლის ბოლომდე უნდა გააუქმოს სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან

